ლანჩხუთში მიკროავტობუსი დაიწვა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მიკროავტობუსი დაიწვა

ლანჩხუთში, სოფელ აკეთში  მიკროავტობუსი დაიწვა. 

როგორც ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა "გურიის მოამბეს" განუცხადა, მიკროავტობუსი ჩინურ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომლითაც ადგილზე დასაქმებული მუშახელის გადაყვანა ხდებოდა. 

მიკროავტობუსში ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც  კომპანიის თანამშრომლები სამუშაო ადგილზე გადაჰყავდათ. 

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. 

მიკროავტობუსი გადაყვანილია ექსპერტიზის ბიუროში, ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

'.$TEXT['print'].'