შანტაჟი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით - მოზარდების მკვლელობის ახალი სკანდალური დეტალები
ავტორი: გურიის მოამბე
შანტაჟი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით - მოზარდების მკვლელობის ახალი სკანდალური დეტალები

მოზარდი,რომლის დაჩაგვრის გამო 52-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილია.

სისხლიან გარჩევაში ასევე, ფიგურირებს სუბელიანის არასრულწლოვანი ნათესავი, თუმცა ორივე მათგანს მოწმის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა „ნიუპოსტთან“ ღიად ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე მირზა სუბელიანის მიერ შეიკერა და მისი უშუალო მითითებით ცვლიან სასამართლო პროცესზე მოწმეები ჩვენებებს.

მეტიც, კუპრავას თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი შოთაძის უწყებას აშანტაჟებს. უფრო კონკრეტულად, ყოფილი პოლიციელის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს, პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ხელში ჩაუვარდა 2014 წლის 14 დეკემბერს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები და სწორედ აღნიშნული მტკიცებულებით მანიპულირებს სუბელიანი მთავარ პროკურატურაზე.

„მირზა სუბელიანს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები აქვს. 2014 წელს, როცა ეს ფაქტი, მოხდა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო და უშუალოდ კურირებდა კადრებს. დღეს კი, როცა მოზარდების მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის ოჯახის წევრები ფიგურირებენ (კონკრეტული გვარების დასახელება და ბრალდებების გაჟღერება არ მინდა), ის აშანტაჟებს პროკურატურას, რომ თუ შეეხება მის ახლო ნათესავებს, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებს გაასაჯაროებს, შესაბამისად, შოთაძის უწყება ექცევა სწორედ ამ ზეწოლის ქვეშ, რადგან ამ ფირების გამოაშკარავება მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, ამიტომ ბრალდების მხარე იძულებულია, სტატუს-ქვო შეინარჩუნოს, ანუ მხოლოდ 2 ბრალდებული საქმეში, თუმცა დაცვის მხარე, დაზარალებული და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქმეში არის იმაზე მეტი ბრალდებული, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს,“ - აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზვიად კუპრავა.

მისივე თქმით, თავის დროზე მირზა სუბელანთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ ფირი მისთვის გადაეცა.

ზვიად კუპრავა მზად არის, გამოძიებას უფრო მეტი დეტალი იაწოდოს.

'.$TEXT['print'].'