ლანჩხუთში გახმაურებული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენება გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში გახმაურებული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენება გაიმართა

ლანჩხუთის  კულტურის  ცენტრმა  ბოლო  დროს  ძალიან  გახმაურებულ  ქართულ  მხატვრულ  ფილმს  "ექვთიმე ღვთისკაცს"  უმასპინძლა.
ფილმი, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა,  ექვთიმე  თაყაიშვილის  ცხოვრებას  ეხება  და  მთლიანად  ისტორიულ  ფაქტებზე  დაყრდნობითაა გადაღებული. 
ექვთიმე  თაყაიშვილის  როლს  გერმანიაში მოღვაწე  უძლიერესი ქართველი მსახიობი  რევაზ  ჩხიკვიშვილი  ასრულებს, რომელიც  გერმანიიდან  როლზე  სამუშაოდ 18-ჯერ  ჩამოვიდა.
ექვთიმეს  მეუღლის, ნინო პალტარაცკაიას როლს ასრულებს  ახალგაზრდა  მსახიობი  ანა  წერეთელი. 
ფილმში  ასევე  მონაწილეობენ  მსახიობები: გოგი თურქიაშვილი, გიორგი მეგრელიშვილი, ლაშა ონიანი, თინა ალექსიშვილი, ჯანო იზორია, ლაშა რამიშვილი. მუსიკა ეკუთვნის დავით არჩვაძეს, ხოლო ფილმის სცენარის ავტორები არიან ნიკოლოზ ხომასურიძე და ლაშა კანკავა.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მოხვედით და ეს ფილმი ნახეთ" - განაცხადა ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ.
ფილმის ჩვენებას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'