ოზურგეთში ზვიად ცეცხლაძის სახელობის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ზვიად ცეცხლაძის სახელობის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

დღეს სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი), ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ზვიად ცეცხლაძის სახელობის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.

ტურნირში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ეგიდით (დირექტორი გელა შაფაქიძე) მიმდინარეობს, ბახვის, ნატანების, ბათუმის, თბილისის ჭაბუკ ფეხბურთელთა   გუნდები (2005-2006  წელს დაბადებულები)  მონაწილეობენ.

პირველ ტურში ერთმანეთს  შეხვდნენ  თბილისის 35 სკოლისა და და ბახვის(2-1), თბილისის 35 (მეორე) და   ბახვის( მეორე)(1-4) ,   ბათუმისა და  და თბილისის .35 სკოლის(2-2)  ჭაბუკთა გუნდები.

ტურნირი, რომელსაც 8 წლიანი ისტორია აქვს. კვირას, 29 აპრილს დასრულდება.

 

'.$TEXT['print'].'