სკანდალი - ზვიადაური ქევხიშვილის წინააღმდეგ :"ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! "
ავტორი: გურიის მოამბე
სკანდალი - ზვიადაური ქევხიშვილის წინააღმდეგ :"ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! "

ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს სპორტის ამ სახეობის განადგურებაში ადანაშაულებს. განცხადებას ზვიადაური "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ ფედერაციის თანხების ხარჯვის საკითხი არაერთ ეჭვს იწვევს.

ზვიადაურმა განცხადებას მას შემდეგ გაავრცელა, რაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, ისრაელში, მედლების გარეშე დაასრულა.

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში!

არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვიძახოდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიგეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!", - წერს ზვიადაური.


'.$TEXT['print'].'