საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში ქევხიშვილი გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ მიიღო.

ქევხიშვილის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები სრული დატვირთვით მზადებას უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს.

'.$TEXT['print'].'