ქავჟარაძე უმედლოდ დარჩა, ჩხარტიშვილი და ლომაძე დღეს ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ქავჟარაძე უმედლოდ დარჩა, ჩხარტიშვილი და ლომაძე დღეს ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეივსო საპრიზო სამეულები. დანარჩენ ხუთში კი დღეს შეივსება.

ჩვენებური ლევან ქავჟარაძე (63 კგ) ევროპირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, რუს ზაურ კაბალოევთან წაგებით (4:12). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი გამოთიშა შეჯიბრებას (4:0).

დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გუშინ გაიმართა და ხუთი ქართველიდან ფინალური ბლოკის საგზური სამმა მოიპოვა.

შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა სადაც რუსეთის ნაკრების წევრ არტიომ სურკოვს დაუპირისპირდება. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'