დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) ევროპის ბრინჯაოს მედალოსნები არიან
ავტორი: გურიის მოამბე
დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) ევროპის ბრინჯაოს მედალოსნები არიან

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან საპრიზო სამეულები ათივეში შეივსო.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტურნირის ბოლო დღე წარმატებული აღმოჩნდა ოზურგეთის ჭიდაობის სკოლისათვის.

ამ სკოლის აღზრდილები დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში გამარჯვების შემდეგ ევროპის მათთვის სადებიუტო ჩემპიონარზე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელი ეტიენე კინსინგერი 1:1-ზე დაამარცხა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა. 

'.$TEXT['print'].'