ეთერი კაპანაძე კიდევ ერთი წარმატებული მორაგბე გოგონა ოზურგეთიდან
ავტორი: გურიის მოამბე
ეთერი კაპანაძე კიდევ ერთი წარმატებული მორაგბე გოგონა ოზურგეთიდან

საქართველოს 18-წლამდელთა რაგბი 7-ის გოგონათა ნაკრები 28-29 აპრილს საფრანგეთის ქ.ვიშში იმყოფებოდნენ. სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ითამაშეს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიცაა.

საქართველო ეგრეთწოდებულ სიკვდილის „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, შვედეთისა და რუსეთის ნაკრებები იყვნენ. ქართველმა გოგონებმა ერთი თამაში უკრაინის გუნდთან მოიგეს, ხოლო ლიტვასთან გამოუცდელობის გამო ბოლო 6 წუთში   დათმეს მოგება.

აღსანიშნავია ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივები“ ს და გოჩა კალანდაძის აღზრდილი გოგონა ეთერი კაპანაძე, რომელიც დებიუტანტი იყო ამ ტურნირის.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ტიხონი ხახალეიშვილის თქმით, კაპანაძე ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ეთერი კაპანაძეს დიდი ალბათობით მიიწვევენ ქალთა ძირითად ნაკრებში.

ძირითადი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის, თქმით, ეთერი ნამდვილად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს, მისი როგორც სპორტული ასევე პირადი ხასიათიდან გამომდინარე და მადლობას უხდის როგორც მის მშობლებს ასევე კლუბ „არწივებ“-ს.

სამწუხაროა ,რომ ნანი პაკელიანმა ამ ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო ტრამვის შემდეგ მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მეორე წელია ნაკრების წევრია.

გვინდა ასევე აღინიშნოს, რომ „არწივებ“-ს გააჩნია ყველა შესაძლებლობა საქართველოს ნაკრები კიდევ რამოდენიმე გოგონათი შეავსოს.

'.$TEXT['print'].'