ძიუდოისტების შეხვედრა მინისტრ გიორგაძესთან
ავტორი: გურიის მოამბე
ძიუდოისტების შეხვედრა მინისტრ გიორგაძესთან

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციის შენობასთან აქცია იმართება.

აქციაზე სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ძიუდოისტები ქევხიშვილს ერთპიროვნულ მართვაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

როგორც ცნობილია, ძიუდოისტებს 16:00 საათზე სპორტის მინისტრი შეხვდება. შეხვედრაზე ფედერაციაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ძიუდოისტები ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

არ არის გამორიცხული ამ შეხვედრის შემდეგ დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგეს.

'.$TEXT['print'].'