კანის 71-ე კინოფესტივალი იწყება
ავტორი: გურიის მოამბე
კანის 71-ე კინოფესტივალი იწყება

საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი იხსნება.

კინოფესტივალი პირველად გაიმართება მას შემდეგ, რაც მსოფლიო კინო ინდუსტრია სექსუალურმა სკანდალებმა მოიცვა.

ღონისძიება ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობის #Metoo ლოზუნგით ჩატარდება. ორგანიზატორებმა ამ მიზნით ცხელი სატელეფონო ხაზი აამუშავეს, სადაც სექსუალური დევნის მსხვერპლებს დარეკვა შეეძლებათ.

კონკურსი ოსკაროსანი ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფსიქოლოგიური ტრილერის „ყველამ იცის“ ჩვენებით გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი არსულებენ.

ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად სულ 20 ფილმი იბრძოლებს. კონკურსის ჟიურის ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს.

კინოფესტივალი 2 კვირას გაგრძელდება, გამარჯვებულებს კი 19 მაისს გამოაცხადებენ.

'.$TEXT['print'].'