გვალვისაგან საფრთხის ქვეშ მყოფი სტადიონის საშველად ადმინისტრაციამ დასუფთავების სამსახურს უხმო
ავტორი: გურიის მოამბე
გვალვისაგან საფრთხის ქვეშ მყოფი სტადიონის საშველად ადმინისტრაციამ დასუფთავების სამსახურს უხმო

ოზურგეთში ოცდღიანი მზიანი ამინდების შედეგად, ქალაქის ცენტრალური სტადიონის მინდორს, სარწყავი სისტემის გაუმართაობის გამო საფრთხე შეექმნა.

პრობლემის გადასაჭრელად კი, სტადიონის ადმინისტრაციამ საშველად მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს უხმო:

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, პირველივე თხოვნაზე გამოუშვეს სპეც ტექნიკა და მთელი დღის განმავლობაში ხდება მინდვრის მორწყვა"-გვითხრა სტადიონის დირექტორმა, მურთაზ აბაშიძემ.

'.$TEXT['print'].'