ოზურგეთის "მერცხალი" შესაძლოა გენერალური პროკურორის ძმამ შეიძინოს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალი" შესაძლოა გენერალური პროკურორის ძმამ შეიძინოს

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ს.კ. "მერცხალს" გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ოჯახი ყიდულობს.

ოზურგეთის საკრებულომ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებით ოზურგეთის "მერცხალს" სტატუსი შეუცვალა და ის უკვე არა საზოგადოებრივი კავშირი არამედ როგორც შპს- ისე ჩამოყალიბდა.

ამავდროულად მას სტადიონი გამოეყო და ეს უკანასკნელი ცალკე ა(ა)იპად ჩამოყალიბების პროცესშია.

რამდენიმე დღეში კლუბს გასაყიდად აუქციონზე გაიტანენ. მყიდველი ირაკლი შოთაძის ნათესავი, ოზურგეთში მცხოვრები ლუკა კეჭაყმაძეა,

თავად კეჭაყმაძე ცახდებს, რომ კლუბის შეძენის დიდი სურვილი აქვს, ერთი ფეხბურთელი ამ დროისათვის უკვე ჩამოიყვანა კლუბის გასაძლიერებლად, საბოლოო ჯამში კი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ოზურგეთისათვის საფეხბურთო ტრადიციების დაბრუნება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერიასა და ლუკა კეჭაყმაძის შორის შესაძლო გარიგების უკან გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ოჯახის ბიზნეს ინტერესები დგას.

შოთაძეების ხსენებამ კეჭაყმაძე გააღიზიანა:"40 ყაჩაღი მყავს ნათესავი და იმას რატომ არ მეკითხებით მანდამაინც შოთაძეზე რომ მკითხეთ?" გვიპასუხა ბატონმა ლუკამ კითხვაზე, დგას თუ არა მის უკან გენერალური პროკურორის ოჯახი. კონკრეტულად ირაკლი შოთაძის ძმა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო და ბავშვობაში თავად ლუკა კეჭაყმაძის ოჯახს ხშირად სტუმრობდა შემოქმედში დასასვენებლად.


'.$TEXT['print'].'