ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ყრილობას ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი ესწრებოდნენ. როგორც სპორტსმენებმა განაცხადეს, ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებენ.

როგორც საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე და დასვეს კონკრეტული შეკითხვები, თუმცა დავით ქევხიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ უცდიათ, რის შემდეგაც მიიღეს ყრილობის დატოვების გადაწყვეტილება.
ჭრიკიშვილის თქმით, ყრილობაზე რაიმე დაპირისპირებას ან ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

 

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'