ოზურგეთელმა ლევან ბოლქვაძემ დაშნით ფარიკაობაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა ლევან ბოლქვაძემ დაშნით ფარიკაობაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

ოზურგეთელმა ლევან ბოლქვაძემ დაშნით ფარიკაობაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

აფხაზეთის თასის გათამაშების საერთაშორისო ღია ტურნირი  ფარიკაობაში მოზარდთა შორის დედაქალაქში  6 მაისს გაიმართა.

დაშნით ფარიკაობის პაექრობაში ორი ასაკობრივი ჯგუფის(2003-2005: 2006-2008)ვაჟები

და 2003-2005 დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ.გურიიდან  მედლებისთვის

შრომის(ოზურგეთის რაიონი) ვლადიმერ აფციაურის(რაპირით მოფარიკავე ოლიმპიური ჩემპიონი) სახელობის   საფარიკაო კლუბის ,,გრაალის მცველი“  6 სპორტსმენი იბრძოდა. (მწვრთნელი მალხაზ კვაჭაძე)

 2006-2008 წ. ასაკობრივი ჯგუფის ყველა მონაწილე დაჯაბნა და პირველი საპრიზო ადგილი დაშნით ფარიკაობაში ლევან ბოლქვაძემ მოიპოვა (2007წ, ცაცია)

 გიორგი ფუტკარაძე 2003-2005 წლებში დაბადებულ  მოზარდთა შორის ბრძოლაში  მე 5 ხოლო მის ასაკში (2003) მე 3 ადგილს დაჯერდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში

საკუთარ შესაძლებლობებს 21 სპორტსმენი ცდიდა. მე 4 ადგილი(2003-2005) ჯემალ გოგიტიძეს ერგო.

 საპრიზო ადგილების  დათმობა მოუხდათ გოგონებსაც. მარიამ ჩიკვაიძემ ,დებიუტანტმა მოფარიკავემ. მე 4 ადგილი დაიმსახურა,   აღსანიშნავია,რომ მარიამი მის ასაკობრივ ჯგუფში(2005) ქართველ  მოფარიკავეთა შორის პირველი იყო. 

ორი ბრძოლა ინა ჩიქოვანმა მოიგო(2004)

 

 

'.$TEXT['print'].'