"სოფლის ცხოვრება" - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი (ნაბარევი, ციება დასიცხვა, ტკიპარა)
ავტორი: თამაზ კილაძე; ვეტერინარი;
"სოფლის ცხოვრება" - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი (ნაბარევი, ციება დასიცხვა, ტკიპარა)

პიროპლაზმოზი (pizoplasmosis) არის სეზონური (საძოვრის პერიოდი) ჩვეულებრივ სპორადულად, უფრო იშვიათად, ენზოოტურად (კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ტკიპების რაოდენობა  ყოველწლიურად მკვეთრად იცვლება),  მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით , წითელი შარდის გამოყოფით. ეკონომიკური დანაკარგი ენზოლიის  პერიოდში წარმოიშვება დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

პეროპლაზმოზი მწვავე ფორმით  მიმდინარე მძიმე დაავადებაა, რომლის აღმძვრელია  piroplazma  bigenimum,  მისი მკურნალობის დაწყება  აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

რა უნდა ვიცოდეთ პიროპლაზმოზის შესახებ: დაავადების გადამტანია ერთმასპინძლიანი ტკიპა  bophuhis Calcaratis   (პიპოპლაზმებს გადასცემს ლიმფობის ფაზაში) უფრო იშვიათად,  ორმასპინძლიანი Phipicephalus bursa (iმაგოს ფაზაში და სამმასპინძლიანიHacmphyasulis pumstara  ( iმაგის ფაზაში) გამომწვევი არსებობის ხანგრძლივობა მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში  6-12 თვეა, თუმცა ზოგჯერ -12-16 კვირა. დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტის, უპირატესად სამხრეთ ზონაში, სადაც გვხდება გადამტანი ტკიპები. მიმდინარეობს  ორი ან სამი ენზოოდური აფეთქების სახით (გაზაფხულზე ზაფხულში და შემოდგომაზე), სპორადული შემთხვევები შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. დაავადება იწვევს:

 1.  ღრმა ცვლილებები ერითროციტებში ( ერითროციტები იშლება),

2.  ვითარდება ანოქსემია  (სიხლში ჟანგბადის ნაკლებობა),

3. იწყება ცხოველების ინტოქსიკაცია.

4.  ირღვევა თერმორეგულაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა.

5. საქონელს ეწყება სტრესი, უნვითარდება კუნთების კანკალი, გულებისა და პარკუჭების ადონია.

6.  შეიძლება განვითარდეს კუნთების პარეზი.

 კლინიკური სიმპტომები:

1.  ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია

2.  ლორწოვანი გარსები ყვითელია.

3. ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩა, ხშირად წვანან

4. რძის გამო  მკვეთრად მცირედბა

5. სუნთქვა გახშირებულია

6. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42  C  -მდე

7. მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე

8.  ვითარდება  ყაბზობა და ფაღარათი.

9. შარდის გამოყოფა ხშირდება.

10. მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ  შეფერილობას, ინკუბაციური პერიოდი 8-15 დღეა ავადმყოფ ცხოველს თუ მალე არ აღმოუჩნდება დახმარება, იგი დაიღუპება 5 ან 7 დღეში.

           მკურნალობა:

1. ცხოველებს უნიშნავენ სრულ მოსვენებას.

2. საკვებად აძლევენ კარგი ხარსისხის  თივას. ადვილად მოინელებენ წვნიანს . საკმაო ოდენობის წყალს, წვრილად დაჭრილ ძირებს ან ფოთლებს, კომბოსტოს, რძეს

3. რეკომენდირებულია სამკურნალოდ გამოვიყენოთ, პრეპარატი პიროტაქსი B-12 პიროტაქსი პლიუსი, დოზირება: პრეპარატი იხსნება 12, 5-15 მლ საინფექციო ხსნარში (ვღებულობთ 7 % ხსნარს), და კეთდება 1მლ.20 კგ ცოცხლა წონაზე კუნთში- დოზა 3,5 მგ მოქმედი ნივთიერება, 1 კგ. ცოცხლა წონაზე. შეიძლება  გამოვიენოთ პიროდუქსი- საინფექციო (1მლ.15კგ ც. წ.-ზე კუნთში) დაგვიანებულ შემთხვევაში პიროდუქსის ინფექცია სასურველია გავიმეოროთ 24 საათში.

4. ვნიშვნავთ სიპტომატურ საშუალებებს: საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების მოწესრიგებისათვის გლაუბერის მარილს  (400, 600 გრ. 20ლ წყალში) ან სხვა საშუალებებს.

5. გულსისღაღვრთა და ნერვიული სისტემისათვის -კოფეინი, ვიტამინები მიკროელემენტები, ნახშირწყლები და სხვა)  მკურნალობის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში  ცოხნის აღდგენას საჭმლის მომნელებელი სისტემის სწრაფ გაუმჯობესებას, სემდგე მეწველი საქონლის წველადობას. ეს შეიძლება მიაღწიოთ პრეპარატების ,,დასი’’-ს ,,ოლიგოფოსი“-სა და ,,ლაივ-ისაკიი’’-ს გამოყენებით ინსტრუქციის მიხედვით .

პროფილაქტიკა

დაავადების აფეთქების დასაწყისში ცხოველებს ეძლევათ პიროდუქსი B -12, პიროდუქსი პლიუსი, თხევადი პიროდუქსი ტრიპანოსტოპი ან სხვა საშუალებები, რომლებსაც უნარი აქვთ ორგანიზმი დაიცვას დაავადებისგან 2-3 კვირის განმავლობაში. მეურნეობაში უნდა ჩატარდეს  ბრძოლა ტკიპებთან. უმთავრესად აგროტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებებით ტკიპებისD--plunis Calaratusგაციებისა და ბიოტოპების მოსპობის გზით.

საქართველოში დაავადების პირველი აფეთქბა აპრილი-მაისი, მეორე -ივლისი მესამე -აგვისტოს ბოლოდან ნოემბრამდე.

დიფერენცირება:

პიროპლაზმოზის დიფერენცირება აუცილებელია ქილებისაგან და ლეპტოსპიროზიისგან.

ჯილეხის ცამბრიდული წყლული) სისხლი მუქი ფერისაა, არ დედდება. ცხოველს აქვს ქოშინი იგი დათრგუნილია ძლიერი ციებ-ცხელების გამო ქიმიოპრეპარატები არაეფეტქტურია, ცხოველი სწრაფად კვდება.

დეპტოსპიროზისა და პიროპლაზმოზის საერთო ნიშანი პემოგლობინურია. ლეპტოსპროზმის დროს სიყვითლე მკვეთრად არის გამოხატული მკურნალობის შემდეგ სიყვითლე კვლავ აღინიშნება. ნორმალური ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი შარდი.

ყველაზე კარგი დაცვა დაავადებისგან არის პროფილაქტიკა.

 

'.$TEXT['print'].'