"მერცხალმა" წალენჯიხაშიც წააგო და ბოლო ადგილი "შეინარჩუნა"
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალმა" წალენჯიხაშიც წააგო და ბოლო ადგილი "შეინარჩუნა"

საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის რეგიონალლიგის დასავლეთი ზონის ბ ჯგუფში დღეს მორიგი, მე-7 ტურის მატჩები გაიმართა.

ჯგუფის აუტსაიდერი, ოზურგეთის "მერცხალი" წალენჯიხას ესტუმრა და მათსავით აუტსაიდერ "სქურს" შეხვდა.

სამწუხაროდ ოზურგეთი აქაც დამარცხდა 0-2 და ოთხეულში შესვლის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.

მოგეხსენებათ მომავალი წლიდან სფფ რეფორმების ფარგლებში რეგიონალლიგასაც ორად გაყოფს ა და ბ ლიგები და იმისათვის რომ ა ლიგაში მოხვედრისათვის ბრძოლა გააგრძელოს კლუბმა, ამიტომ რვაგუნდა ბ ჯგუფში "მერცხალს" მინიმუმ მეოთხე ადგილის დაკავება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ლიგიდანაც გავარდება.

მომდევნო, მე-8 ტურის მატჩს ოზურგეთელები 29 მაისს საკუთარ "მუნიციპალურზე" გამართავენ და გათამაშების ერთ ერთ ლიდერს, ბათუმის "დინამო 2"-ს დაუხვდებიან.

გუნდიგგგმ+/-
დინამო ბთ 2 7 4 2 1 19 7 12 14
ეგრისი 7 3 4 0 8 4 4 13
მეტა 7 3 1 3 11 9 2 10
ოდიში 1919 7 3 2 2 11 10 1 8
სქური 7 2 2 3 9 14 -5 8
ზანა 7 2 2 3 9 11 -2 8
ხიხანი 7 1 3 3 11 17 -6 6
მერცხალი 7 1 2 4 3 9 -6 5
'.$TEXT['print'].'