ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთ პანთეონი იქნება იქ დაკრძალვის ნებართვას კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლევა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთ პანთეონი იქნება იქ დაკრძალვის ნებართვას კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლევა

ოზურგეთში  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი იქნება იქ დაკრძალვის ნებართვას კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლევა

"გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა ოზურგეთის საკრებულომაც დააკანონა ოღონდ მიწის შრე გვამზე საფლავსზე და ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი"

სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა მოთქმა მოჰყვა დღესგავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვასთან დაკავშირებით.

"გურიის მოამბემ" აღმოაჩინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ოზურგეთის საკრებულომ 2013 წლის 21 აგვისტოს მიიღო და მას ხელს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე აწერს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ოზურგეთის მაშინდელი საკრებულოს გადაწყვეტილებით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში საზოგადო მოღვაწეთ პამთეონი იქნება, ოღონდ იქ დაკრძალვის ნებართვას მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლევა.

გთავაზობთ ორ ნაწყვეტს საკრებულოს დადგენილებიდან, შემდეგ კი დადგენილებას სრულად:

"პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების სახით".

"გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზე და ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი"

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2013 წლის 21 აგვისტო ქ. ოზურგეთი 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

2.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის.: ქ. ოზურგეთი, სიორიძის ქ.№14).

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე

დანართი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

    წინამდებარე წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობის, სარიტუალო-მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. სასაფლაო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად. დაკრძალვა იმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის სერვისცენტრი“-ს მეშვეობით.

2. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის სერვისცენტრი“, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების ტერიტორიების მოწესრიგებას, მოვლა-პატრონობას, წარმოქმნილი ნარჩენების გატანას და მმართველობასა და მომსახურებას;

3. პანთეონი – სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისათვის.

4. კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.

5. საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე.

6.  სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის დასაკრძალავად.

7. სასაფლაოს ინვენტარიზაცია – სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების რაოდენობრივი (მიწის ნაკვეთის ფართობი) მონაცემის, სამარეთა რიცხვისა და თავისუფალი მიწის ფართობის დადგენა; სარიტუალო საქმიანობის მოცულობის დადგენისა და მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიზნით.

8. საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით ახლობელი ადამიანების დასაკრძალავად.

9. სამარხი – საფლავებს შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი.

10. ჭირისუფალი – გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს.

11. სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიული მომსახურება.

12. სასაფლაოს სტატუსის მინიჭება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური წესის დადგენა, რომელიც არეგულირებს სამარეთა გამოყოფას, როგოც ახალი ისე მეორეული დაკრძალვისათვის.

13. საფლავის მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს  სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია.

14. დაკრძალვა- გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად, სანიტარული ნორმების დაცვით.

15. მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწის მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

16. გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც  ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა.

17. ზემოდან დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე გარდაცლილის ნეშტზე ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.

18. ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

19. სასაფლაოს დახურვა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც  სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა.

20. სასაფლაოს გაუქმება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.

მუხლი 3. ახალი სასაფლაოს გახსნა. სასაფლაოების ლიკვიდაცია

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 200 (ორასი) მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებულ სასაფლაოს მომიჯნავედ.

2. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სავალდებულო შეთანხმებას.

3. სასაფლაოს მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენებიან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალური სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.

4.  სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტის წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;

დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის.

ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.

5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) დასაფლავებისათვის ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასითი.

დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, დაკრძალვის წინ ცხედრის დასავენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა.

ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნერგების დარგვა.

6. სასაფლაოს ტერიტორიის პერიმეტრი უნდა იყოს შემოსაზღვრული და დაგეგმილი ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.

7. სასაფლაოს შესასვლელთან უნდა მოეწყოს საავტომობილო სადგომი.

8. სასაფლაოს ლიკვიდაცია ხორციელდება მისი გაუქმებიდან სულ ცოტა 30 წლის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით.

9. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი სასაფლაო ტერიტორია გამოყენებულ უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით, ასეთ შემთხვევაში სასაფლაოების გაუქმება, საინფორმაციო საშუალებებით წინსწარი გამოცხადების შემდეგ, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

10. ცალკეულ შემთხვევაში ლიკვიდირებულ სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

11. საჭიროების შემთხვევაში სასაფლაოს გაუქმებისას მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარული ნორმების დაცვით.

მუხლი 4. სასაფლაოების მართვა

1. სასაფლაოების მართვას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის სერვისცენტრი“ (შემდგომში მმართველი).

2. სასაფლაოს მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

3. მმართველი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

ა) სასაფლაოზე საფლავების გაცემა წინამდებარე წესით დადგენილი ტარიფების შესაბამისად;

ბ) სასაფლაოზე სამარის გათხრა და ამოვსება;

გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება, მეორეული დაკრძალვა, ჭირისუფლის მოთხოვნის საფუძველზე ზემოდან დაკრძალვა და გადასვენება;

დ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

ე) გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცლილის ჭირისუფლის სურვილები;

ვ) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა.

4. მმართველი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გვარი, სახელი, მამის სახელი;

ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;

გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

დ) იმ ახლობლების გვარი, სახელი, მამის სახელი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ;

5. მმართველს უფლება აქვს ჭირისუფალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს სასაფლაოს მოვლის პირობები;

ა) მიიღოს ანაზღაურება, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა.

ბ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, საფლავის ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი:

გ) საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს მისი აზრით ეფექტიანი მომსახურების ახალი სახეები და საფასურები.

6. მმართველს უფლება აქვს სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, საფლავის ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს ჭირისუფალს დაავალდებულოს მათი მისგან შეძენა, ან მასთან დამზადება.

7. სასაფლაოს მმართველის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება სასაფლაოს მესაკუთრესა და მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მომსახურების შრომის ანაზღაურებასა და სხვა თანხების გადახდას.

ე) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებასა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურება;

ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გადასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას (მათ შორის საფლავების დასუფთავება ხელშეკრულების საფუძველზე), მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება.

2. მმართველი საფლავების მომსახურებას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 6. საფლავების ექსპლოატაცია. დაკრძალვა

1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის - 0,5 მეტრზე ნაკლები. კერძო სასაფლაოებზე საფლავებს შორის დაშორება გრძელ და მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

2. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

3. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზე და ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

4. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

5. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა როგორც წესი ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ სუდარაში.

6. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

7. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. (ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს    გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე).

8. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მმართველს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გვარი სახელი, მამის სახელი;

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;

დ) გარდაცვალების მოწმობა.

9. სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა (გარდა ზემოდან დაკრძალვის და გადასვენებისა) შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც სასაფლაოს მმართველს დამატებით უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა, რასაც სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურებს საფლავის მომიჯნავე ორ ან მეტ საფლავში დაკრძალული მიცვალებულების ჭირისუფლები. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.

10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის და შესაბამის ტერიტორიაზე მიცვალებულის დასაკრძალად გამოყოფილი/განკუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის (გარდა უცხოეთში გადასვენების შემთხვევისა) საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით შესაბამისი მოთხოვნის რეგისტრაციიდან 60 დღის ვადაში. ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასვენებისათვის განკუთვნილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად და გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება, გადასასვენებლად გამოყოფილი საფლავი კი გაიცემა როგორც ახალი საფლავი, ამ წესის შესაბამისად.

11. გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე და ადგილობრივ ბეჭვდით ორგანოში. სასაფლაოს მმართველის მიერ ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საფლავი შესაძლოა გაიცეს როგორც ახალი  საფლავი, ამ წესის შესაბამისად, ხოლო ჭირისუფლის გამოცხადების შემთხვევაში, თუ ის 30 დღის ვადაში არ განახორციელებს გადასვენებას, სასაფლაოს მმართველი უფლებამოსილია გასცეს ასეთი საფლავი, როგორც ახალი საფლავი, მიუხედავად მასზე არსებული საკულტო ან სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობისა, რომელზედაც ყოველგვარ უფლებას კარგავს მისი დამმონტაჟებელი. ამ პუნქტის შესაბამისად, გადასვენება ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, თუ საარქივო მონაცემებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო გადასვენების და სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პერიოდში მოქმედი წესების შესაბამისად.

მუხლი 7. გარდაცლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური

1. ჭირისუფლის მიერ მმართველისადმი მიმართვის შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით სასაფლაოზე მმართველის მიერ დადგენილი მინიმალური საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა 2-სამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული 2 სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში ან დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ 1 სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა 1-სამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის 1 სამარე. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, მაშინ მინიმალური საფასურის გადახდის სანაცვლოდ იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში თუკი არის შესაძლებლობა, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.

2. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და მმართველის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება სასაფლაოზე მმართველის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.

3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ მმართველი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.

4. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური დამოკიდებულია ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებზე (მაგ.: საფლავის კეთილმოწყობა, საფლავის ქვის (ძეგლის) დამზადება და სხვ.) და იგი განისაზღვრება მმართველსა და ჭირისუფლის წარმომადგენელს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მმართველის მიერ მომსახურების საფასური უნდა განისაზღვროს ამ იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით.

5. სასაფლაოს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას. 1 მ2 მიწის ღირებულება ზონების მიხედვით განსაზღვრულია „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული (გამოცემული) დადგენილებით.

მუხლი 8. საფლავი

1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ორი სამარის ფართით მეუღლეების დაკრძალვისათვის;

ბ) რამდენიმე სამარის ფართით საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის;

გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.

2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.

3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ გარდაცვლილის მეუღლე, არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ იყო ქორწინებაში.

4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:

ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;

ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მმართველის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის მმართველის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაო ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).

7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან/და მისი სურვილის შემთხვევაში, მმართველს მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 9. საფლავზე მეორეული დაკრძალვის წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა) ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

2. მმართველის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს  სასაფლაოებზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭ

'.$TEXT['print'].'