გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვაზე ოზურგეთის საკრებულომ 2013 წლიდან იზრუნა
ავტორი: გურიის მოამბე
გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვაზე ოზურგეთის საკრებულომ 2013 წლიდან იზრუნა

სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვასთან დაკავშირებით.

"გურიის მოამბემ" აღმოაჩინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ოზურგეთის საკრებულომ 2013 წლის 21 აგვისტოს მიიღო და მას ხელს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე აწერს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ოზურგეთის მაშინდელი საკრებულოს გადაწყვეტილებით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში საზოგადო მოღვაწეთ პანთეონი იქნება, ოღონდ იქ დაკრძალვის ნებართვას მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლევა.

საკრებულოს მიერ საფლავების ექსპლოატაციასა და მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით, მიღებული დადგენილების შინაარსი კი ასეთია: 

საფლავების ექსპლოატაცია. დაკრძალვა

1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის - 0,5 მეტრზე ნაკლები. კერძო სასაფლაოებზე საფლავებს შორის დაშორება გრძელ და მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

2. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

3. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზე და ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

4. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

5. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა როგორც წესი ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ სუდარაში.

6. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

7. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. (ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს    გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე).

'.$TEXT['print'].'