კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა

ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა. ამის შესახებ  PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მონაცემების მიხედვით, გურიაში 2016 წელს 8, 2017 წელს კი 22 ახალი განთავსების ადგილი გაიხსნა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, გურიაში ამ ეტაპზე 32 ახალი განთავსების ადგილი შენდება.

2016-17 წლებში ტურისტების განთავსების ადგილები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარასა (27) და თბილისში (25). კვლევიდან ირკვევა, რომ ბიზნესი ყველაზე ნაკლებ ინტერესს ტურისტული განთავსების ადგილების მიმართ შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში იჩენს.

ამ რეგიონებში ჯამში მხოლოდ 3 ახალი ობიექტი გაიხსნა და ისიც 2016 წელს, 2017-ში კი ბაზარს ახალი ობიექტები არ დამატებია.

'.$TEXT['print'].'