ოზურგეთის პოლიციამ ავტომანქანის ატრიბუტიკის ქურდობაზე მამაკაცი დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის პოლიციამ ავტომანქანის ატრიბუტიკის ქურდობაზე მამაკაცი დააკავა

როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა გვაცნობეს, ოზურგეთის პოლიციამ, ავტომანქანის "სარკეების" მოპარვაში ერთი პირი ამხილა და დღეს დილით დააკავა.

დაკავებული, რომელსაც ბრალს სავარაუდოდ ამ წუთებში წაუყენებენ 60 წლამდე მამაკაცია.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გამოძიება მას, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და სარიტუალო სახლ "იზაბელას" მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი კერძო ავტომანქანებისათვის  ე.წ. გვერდითი "სარკეების" მოპარვას ედავება.

მოწოდებული ინფორმაციით შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

"გურიის მოამბე" ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს პრესცენტრს ამ წუთებში უკავშირდება.

ცნობისათვის: დღემდე ჩვენ შსს პრეს ცენტრს ინფორმაციის გავრცელებამდე ვუკავშირდებოდით და მოპივებული ინფორმაციის პარალელურად ოფიციალურ ვერსიასაც ვაწვდიდით მკითხველებს.

სამწუხაროდ, შსს გურიის პოლიციია ხელმძღვანელობა, იმის ნაცვლად რომ პრეს-ცენტრის მეშვეობით ჩვენთვის დასმულ შეკითხვებზე ეპასუხა და ინფორმაცია მოეწოდებინა, მაშინათვე, ელვისებურად უკავშირდებოდა გურიაში გამომავალ ერთ ერთ მედია საშუალებას და ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებამდე, მათ ავრცელებინებდა ინფორმაციის იმ ვერსიას, რომელიც, პოლიციას, უხეშად რომ ვთქვათ, "აწყობდა".

სწორედ შსს გურიის დეპარტამენტის და ოზურგეთის პოლიციის ასეთი მიდგომის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯერ გავავრცელოთ მიღებული ინფორმაცია და შემდეგ მოხდეს მისი ოფიციალური ვერსიის მკითხველისათვის მიწოდება, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

'.$TEXT['print'].'