რატომ მოკლეს თავადი ტიფო ნაკაშიძე 1905 წელს ოზურგეთში - მაზრის უფროსის ერმოლოვის წერილი ჟანდარმერიას
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ მოკლეს თავადი ტიფო ნაკაშიძე 1905 წელს ოზურგეთში - მაზრის უფროსის ერმოლოვის წერილი ჟანდარმერიას

"ტერორისტული გურია"

1905 წლის იანვარში „გურიის კომიტეტში“ სიკვდილი გადაუწყვიტა მომრიგებელ შუამავალს ტიფო ნაკაშიძეს.  ნაკაშიძე ოზურგეთში მერმინდელ ობოლაძის ქუჩაზე (ახლანდელი 9 აპილის ქუჩა, "ენერგო პროს" ოზურგეთის ოფისთან)) „გაასაღეს" გურულმა ტერორისტებმა: თეოფილე მუხაშავრიამ, ნიკო ლესელიძემ (გენერალ - პოლკოვნიკ  კონსტანტინე  ლესელიძის მამა),  გიორგი გაგუამ და კალენიკე (კიკია) მამულაიშვილმა. ...

ტიფო ნაკაშიძის დაკრძალვა -  აღნიშნავს „ძველი  რევოლუციონერი“ ლუკა ალექსის ძე ღლონტი- დიდად გართულდა.(ტერორისტების შიშით) ოზურგეთში არ აღმოჩნდა, არც ერთი მეკუბოვე, რომელიც  რაიმე თანხაზე დათანხმებულიყო კუბოს გასაკეთებლად.  არც  ერთმა მეეტლემ არ წაიყვანა (სასაფლაოზე) ეტლით მისი ნათესავები... პანაშვიდზე.  მოპატიჟებული მღვდლებიდან, მხოლოდ, ერთი  გამოცხადდა დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მაგრამ  ბოლოს   ისიც,  იძულებული გახდა მიეტოვებინა ცერემონიალი“. (იხ. მმმფ.საქმე N9).

საიდუმლო. ოზურგეთის მაზრის უფროსი (დათარიღებული 1905 წლით 4 თებერვლით)

ბათუმის ჟანდარმერიის დამცავი პუნქტის უფროსს როტმსიტრ როჟანოვს

გასული იანვრის 30 რიცხვს, მიახლოებით შუადღის 2 საათზე, ქ. ოზურგეთში, ჯერ-ჯერობით უცნობი ორი ბოროტმოქმედი, დახვდნენ ბაზრიდან შინ მიმავალ "მომრიგებელი (შუამავალი) მოსამართლე" თავად ("კნიაზ") ტიმოფეი დიმიტრის ძე ნაკაშიძეს, მის სახლთან ახლოს მდებარე ხიდზე, განახორციელეს იარაღიდან რამოდენიმე გასროლა, რითაც ეს უკანასკნელი მკერდში დაიჭრა და უმალვე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენი პირები უმალვე გაიქცნენ სოფელ ზვანის მიმართულებით.

დადევნებულმა დაცვამ მათ წინააღმდეგ კი განახორციელა გასროლა, მაგრამ, ბოროტმოქმედები უკვე შორ მანძილზე იყვნენ, შესაბამისად, ვერც ერთის დაჭრა ვერ მოხერხდა და ისენი მიიმალნენ.

დევნა მათ წიინააღმდეგ პირადად ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა, ჩატარებული იქნა ჩხრეკები და სამძებრო სამუშაოები სოფელ ზვანში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

ერთ-ერთი მცველის ჩვენებით, რომელიც ახორციელდება ბოროტმოქმედების დევნას, ერთმა დამნაშავემ სოფ. ზვანში თავი სახლს შეაფარა. სახლში აღმოჩნდნენ, უფროსი მოსე მეგრელიძე და სამი უცხო პირი, ერთ-ერთი მათგანი კი ამავე სოფლის მკვიდრი ალექსანდრე ცომაია, რომელიც აღწერით ძალიან ჰგავს ერთ-ერთ ბოროტმოქმედს, მეორე აღმოჩნდა  სოფ. ზვანის მაცხოვრებელი გიორგი ცომაია, ხოლო მესამე - სენაკის მაზრისს მკვიდრი, მეისრე ჩაქვის რკინბიგზის სადგურის, ილია დონდუა. თავად სახლის მეპატრონეს ჩხრეკისას აღმოაჩნდა ანტისახელწიფოებრივი შინაარსის პროკლამაციები და ის დაკავებულ იქნა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად ნაკაშიძის მკვლელობა ჩადენილია ტერორისტულ ნიადაგზე, რადგანაც მოკლული ღებულობდა მუქარის შემცველ წერილებს და ანტისახელმწიფოებრივი აგიტატორები მას კომიტეტისათვის მიუღებელ პირად თვლიდნენ.

ზემოხსენებულის შეტყობინებით თქვენს უკეთილშობილესობას, მომხდარი ამბავი ეცნობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორს, ოზურგეთის საუბნო გამომძიებელს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ამხანაგ პროკურორს, პოლიტიკური საქმეების მმართველს და ამხანაგ პროკურორს ოზურგეთის საუბნოში.

ოზურგეთის მაზრის უფროსი კაპიტანი ევგენი ერმოლოვი.

სურათზე: კიკიე (კალენიკე) მამულაიშვილი;

 

'.$TEXT['print'].'