დამ დას კისერი გამოჭრა! - მკვლელობა ქუთაისში
ავტორი: გურიის მოამბე
დამ დას კისერი გამოჭრა! - მკვლელობა ქუთაისში

შემზარავი მკვლელობა ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დამ საკუთარ დას კისერი დანით გამოჭრა და სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა,რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

kutaisitoday.com-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 63 წლის მაყვალა უგულავაა. მეზობლების განცხადებით, ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მიზეზად, დებს შორის დაძაბული ვითარება სახელდება. ისი ხშირად ჩხუბობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სწორე ჩხუბს უკავშირდება.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.

 

'.$TEXT['print'].'