გერმანიაში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
ავტორი: გურიის მოამბე
გერმანიაში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავა. მედიის ინფორმაციით, დაპატიმრებულთა შორის არის სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელთა ასაკი 27-დან 32 წლამდეა. მათ ბინების გაქურდვაში ადანაშაულებენ.

ორი პირი პოლიციამ ხემნიცში, ხოლო კიდევ ორი ბრანდენბურგში დააკავა. გამოძიების ცნობით, მათ სულ მცირე, სამი სახლი გაქურდეს.

დაკავებულების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

'.$TEXT['print'].'