"რუსეთის მეფის პორტრეტის ჩამოხსნა - რატომ ინტერესდებოდა ჟანდარმერია გურიანთის "პრისტავის" ისიდორე კვაშალის შვილით" - "ტერორისტული გურია"
ავტორი: გურიის მოამბე
"რუსეთის მეფის პორტრეტის ჩამოხსნა - რატომ ინტერესდებოდა ჟანდარმერია გურიანთის "პრისტავის" ისიდორე კვაშალის შვილით" - "ტერორისტული გურია"

რას წერდა ადგილობრივი ჯანდარმი ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის უფროსს 1905 წელს

უნტერ ოფიცერი როჟანოვი, ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის მართვის სადამცველო პუნქტის ხელმძღვანელი (დათარიღებული 1905 წლის 31 იანვრით)

მის კეთილშობილებას, როტმისტრ როჟანოვს.

მივმართავ თქვენს კეთილშობიელებას, რომ ჩემს მიერ 30 იანვარს მოპოვებული ცნობებით, ქ. ოზურგეთის საქალაქო სასწაველებლში, ამავე თვის 29 რიცხვში, უცნობმა მოსწავლემ კედლიდან ჩამოხსნა ხელმწიფე იმპერატორის პორტრეტი და დადებული იქნა საკლასო ოთახის მაგიდაზე თავდაყირა მდგომარეობაში, მასზე კი მიწერილი იყო - "ვინც შეეხება ამ პორტრეტს, ის იქნება მოკლული".

შეჯამებით იმისა, რომ ზემოთხსენებული სასწავლებლის მოსწავლეები აპირებენ გაფიცვის მოწყობას, საკლასო ოთახში ყველაფრის დალეწვას და ინსპექტორის მკვლელობას.

31 იანვარს ჩემს მიერ მოპოვებული კერძო, მაგრამ მართებული ცნობებით, ამავე სასწავლებელში დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ მოსწავლეები საკლასო ოთახში და მასწავლებლებმა მათ მოსთხოვეს ლოცვის გალობა სწავლის დაწყებამდე, მოსწავლეებმა დადგენილი ლოცვები იგალობეს, ხოლო როცა ჯერი დადგა მეფისა და მამულისათვის ლოცვის გალობაზე, მოსწავლეებმა დაიწყეს სიცილი და ჟღვინტაობა, მათ ასევე დაიწყეს თავხედური გამოთქმები ხელმწიფესა და სახელმწიფოს მიმართ ("თავისუფლება", "ძირს ნიკოლოზა").

შემდეგ, სასწავლებლის შუაში გამოვიდა მოსწავლე, გურიანთის "პრისტავის", ისიდორ კვაშალის შვილი, დადგა ყველა მოსწავლის წინ და დაიწყო საუბარი მასწავლებლების წინაც ხელმწიფე იმპერატორზე, რომ "ის არ არის ხელმწიფე, ის მგელია და ჩვენს სისხლს სვამსო".

ამ ყველაფერს ვაცნობებ თქვენს კეთილშობილებას

საიდუმლოდ. ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის მართვის ხელმძღვანელს.

 

'.$TEXT['print'].'