ოზურგეთელი მძლეოსნების წარმატება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელი მძლეოსნების წარმატება

დასრულდა  საქართველოს  ღია  ჩემპიონატი მძლეოსნობაში ,რომელიც ქ. თბილისში 19-20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატის პირველობისთვის 30 გუნდი იბრძოდა, მათ შორის  იყო ოზურგეთის მძლეოსანთა ნაკრები(მწვრთნელი მარინე კოტრიკაძე) ,რომელმაც პირველ ლიგაში  საქართველოს მასშტაბით გუნდურ ჩათვლებში მე-5 ადგილი დაიკავა.   გუნდურ ჩათვლებში წარმატებით  იასპარეზეს სოფო შათირიშვილმა, გოგა ჭიხვარიამ, ლაშა და დავით ტუღუშებმა და ამირან თავართქილაძემ.

პირად ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონი ბირთვის კვრაში სოფო შათირიშვილი(4კგ.ბირთვი;15.58) გახდა.  გოგა ჭიხვარამ კი ჩემპიონის ტიტულიც(7კგ ურო; 68.74) და სპორტის ოსტატის წოდებაც ერთდროულად მოიპოვა.

მესამე შედეგი აჩვენა გიორგი დეკანოიძემ(სამხტომი:13.98)აღსანიშნავია რომ სოფო შათირიშვილი(მწვრთნელები კოტრიკაძე: მანთიძე) საქართველოს ნაკრებთან ერთად,23-24 მაისს ბაქოში გამართულ ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს. ხოლო 9 ივნისს სოფო და გოგა ჭიხვარია(მწ. კოტრიკაძე:ბედოშვილი) ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'