პროტესტი ძიუდოს ფედერაციაში - ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს. ძიუდოისტები ქევხიშვილის კაბინეტში ფანჯრიდან შევიდნენ.
ასევე მათ ქევხიშვილის კაბინეტიდან მისი კუთვნილი სავარძელი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს.
ძიუდოისტები კვლავ ითხოვენ, რომ ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა. სპორტსმენები აცხადებენ, რომ სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, მანამდე ვარჯიშს არ გააგრძელებენ.