„ზუგდიდი-თბილისის ავტობანზე მივდიოდი და გზისპირას ეს ადამიანი იწვა“
ავტორი: გურიის მოამბე
„ზუგდიდი-თბილისის ავტობანზე მივდიოდი და გზისპირას ეს ადამიანი იწვა“

ფეისბუქგვერდი „გურამ შეროზიას ბლოგი“ ფოტოს აქვეყნებს და ისტორიას წერს:

„მოკლედ, ასეთი რამ შემემთხვა:
ზუგდიდი-თბილისის ავტობანზე მივდიოდი და გზისპირას თითქოს გვამი ან ავარიაში მოყოლილი ადამიანი იწვა, თუმცა ავარიის ნაკვალები ან დამტვრეული მანქანებიარსად არ იყო.
აღშფოთებულმა უცებ გავაჩერე, მანქანიდან გადმოვხტი და მივუახლოვდი, რათა დახმარება აღმომეჩინა.
ახლოს რომ მივედი, ტიპი ადგა, თითქოს არაფერი მომხდარა, და მეუბნება მშვიდი ტონით: 
- გამარჯობა, დაწყნარდი! მე ჭყინტუ ვარ. არაფერი მჭირს, ნუ გეშინია, ძმაო, უბრალოდ ავტოსტოპის პონტში ვიქცევი ასე, უფრო ადვილია, ვიდრე ხელი ავწიო, მაინც არავინ მიჩერებსო. თუ ჩხოროწყუში მიდიხარ, გამოგყვებიო."
'.$TEXT['print'].'