მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი
ავტორი: გურიის მოამბე
მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი

“ქვაბი გარდაიცვალა”
მოლამ მეზობელს ქვაბი სთხოვა, და როცა დაუბრუნა, ქვაბში პატარა ტაფა ჩადო.
– ეს რა არის? – ჰკითხა ქვაბის პატრონმა.
–თქვენმა ქვაბმა მოიმშობიარა, – უთხრა მოლამ.
მეზობელს გაეხარდა და ტაფა წაიღო.
ამის შემდეგ მოლამ ისევ სთხოვა იმ მეზობელს ქვაბი და შინ წაიღო. პატრონმა უცადა, უცადა, როდის მომიტანს მოლა ქვაბსო, და რომ აღარაფერი ეშველა, მივიდა მოლასთან.
– რისთვის გარჯილხარ? – ჰკითხა მოლამ.
– ქვაბი მინდა წავიღო, – უპასუხა მეზობელმა.
– სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა, – უთხრა მოლამ, – შენი ქვაბი გარდაიცვალა.
– სად გაგონილა, ქვაბი გარდაცვლილიყოს, – გაოცდა მეზობელი.
– ის თუ გაგონილა, რომ მოემშობიაროს, რატომ არ შეიძლება, გარდაცვლილიყო? – მიუგო მოლამ.

“დედლებს მამალიც სჭირდებათ”
ახალგაზრდებმა მოლა აბანოში წაიყვანეს. ყმაწვილებს თან თითო კვერცხი წამოეღოთ და ტანთ რომ გაიხადეს თქვეს:
– მოდით, ბიჭებო, კვერცხი დავდოთ, ვინც არ დადებს, ყველას ხარჯი იმან გაისტუმროს.
შემდეგ ქათმებივით აკაკანდნენ, კვერცხები ფრთხილად გამოიღეს და მარმარილოს ფიცარზე გააგორეს.
მოლამ ეს რომ დაინახა, ხელი ხელს მამლის ფრთებივით შემოჰკრა და ყივილი მორთო.
– რას აკეტებ, მოლა? – ჰკითხეს ახალგაზრდებმა.
– ამდენ დედალს ერთი მამალიც სჭირდება, – უპასუხა მოლამ.

“მერე შენ რა?”
გზად მიმავალ მოლას ერთი კაცი წამოეწია და უთხრა;
– ეფენდი, მომილოცავს, ვაჟი შეგძენია.
– მერე შენ რა? – უთხრა მოლამ.

მოლა და მათხოვარი
ერთხელ, როცა მოლა შინ იყო, კარზე ვიღაცამ მიუკაკუნა.
– ვინ ხარ? – იკითხა მოლამ.
– სიკეთე მიყავ, ქვემოთ ჩამოდი, – მოესმა შესაბრალისი ხმა.
მოლა ძირს ჩავიდა და კარებთან მივიდა.
მათხოვარმა უთხრა:
– მოწყალება გაიღე.
მოლა გაჯავრდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ზემოთ მიიპატიჟა.
მათხოვარი ზემოთ ავიდა.
მოლამ უთხრა:
– ღმერთი მოგცემს.
– შე დალოცვილო, – უთზრა გლახამ, – თუ არაფრის მოცემა არ გინდოდა, აქ რიღასთვის ამომიყვანე?
– სენ კი რიღასთვის ჩამომიყვანე ზირს და მაშინვე არ მითხარი, რისთვისაც მოდი? – უპასუხა მოლამ.

'.$TEXT['print'].'