ჭრილობები სახის, თავის, მუცლის და გულმკერდის არეში - ბათუმში თავს ახალგაზრდა ქალს დაესხნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჭრილობები სახის, თავის, მუცლის და გულმკერდის არეში - ბათუმში თავს ახალგაზრდა ქალს დაესხნენ

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაჭრილი 33 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა.

მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. იზოლდა აბაშიძეს ჭრილობები ცივი იარაღით სახის, თავის, მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალს თავდამსხმელი მაშინ აედევნა, როდესაც ის დედასთან სახლში მიდიოდა, ლიფტში შეჰყვა და ცივი იარაღით დაჭრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი.


'.$TEXT['print'].'