კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძე გიორგი ასანიძე ოზურგეთში ძალოსნობის სექცია იხსნება
ავტორი: გურიის მოამბე
კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძე გიორგი ასანიძე ოზურგეთში ძალოსნობის სექცია იხსნება

ოზურგეთში ძალოსნობის სექცია მომდევნო, ივნისის თვის დასაწყისში გაიხსნება და ის ბინას ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში დაიდებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ძალოსნობის ფედერაციიდან აცნობეს.

სპეციალურად ამ დღისათვის, მომავალ კვირას, ოზურგეთს, ლეგენდარული ქართველი ძალოსნები, ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე  და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.ეწვევიან.

ამათგან კახი კახიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ასანიძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხოლო ლაშა ტალახაძე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში.

სპორტული კარიერის დასაწყისშივე ქცეული ლეგენდა ლაშა ტალახაძე და ლეგენდარული ქართველი ძალოსნები ოზურგეთში მონაწილეობას მიიღებენ ძალოსნობის სექციის გახსნაში.

როგორც ძალოსნობის ფედერაციიდან გვატყობინებენ, ოზურგეთის სექციას ფედერაციამ ფუნქციონირებისათვის საჭირო და აუცილებელი სპორტული ინვენტარი საჩუქრად უკვე გადასცა.

'.$TEXT['print'].'