ესპანეთის პოლიციამ 5 ქართველი 14 ბინის ძარცვისთვის დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
ესპანეთის პოლიციამ 5 ქართველი 14 ბინის ძარცვისთვის დააკავა

ესპანელმა სამართალდამცველებმა მადრიდსა და ალმერიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 ქართველი წევრი დააკავა. მათ 14 ბინის ძარცვა ედებათ ბრალად. დაკავებულებს შორის 4 მამაკაცია და ერთი ქალია.

ჯგუფის კვალზე სამართალდამცველები 2018 წლის იანვრიდან გავიდნენ. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ეჭვმიტანილები მორიგი ძარცვის შემდეგ შემთხვევის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და ინსტრუმენტები აღმოაჩინა, რომელთა დახმარებითაც დაკავებულები ბინებში შედიოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ყოველი დანაშაულის ჩადენისას წინასწარ მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ.

'.$TEXT['print'].'