"მერცხალის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება და ისევ ბოლო ადგილი
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება და ისევ ბოლო ადგილი

მორიგი, მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის რეგიომალლიგის დასავლეთი ზონის ბ ჯგუფში, სადაც ოზურგეთის "მერცხალი" ასპარეზობს.

გურულებმა საკუთარ მუნიციპალურზე ჯგუფის ლიდერი ბათუმის "დინამო 2" მიიღეს და ირაკლი გოგუაძისა და სერგო ჩიგოგიძის გოლების წყალობით, 88-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, თუმცა..

მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრებმა ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები, მათ შორის ერთი პენალტით და თამაშიც ფრედ 2-2- დასრულდა.

მომდევნო, მეათე ტურის მატჩს "მერცხალი" 4 ივნისს, ხულოში, მასავით მაჩანჩალა "ხიხანთან" გამართავს.

გუნდიგგგმ+/-
დინამო ბთ 2 9 5 3 1 24 10 14 18
ეგრისი 8 4 4 0 14 4 10 16
მეტა 9 4 1 4 16 13 3 13
ოდიში 1919 8 4 2 2 14 11 3 11
ზანა 9 3 2 4 11 18 -7 11
სქური 9 2 2 5 11 19 -8 8
ხიხანი 8 1 3 4 12 21 -9 6
მერცხალი 8 1 3 4 5 11 -6 6
'.$TEXT['print'].'