ოზურგეთში ახალგაზრდა გოგონა გაძარცვეს -პოლიციის უფროსი კი ხალხს უთვალთვალებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ახალგაზრდა გოგონა გაძარცვეს -პოლიციის უფროსი კი ხალხს უთვალთვალებს

ქალაქ ოზურგეთში ახალგაზრდა გოგონა გუშინ საღამოს, გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა მას შემდეგ გაძარცვეს, როცა ის "პირველი სავაჭრო სახლის" კუთვნილ ჩემი მარკეტიდან" ნავაჭრით გამოვიდა.

უცნობმა მამაკაცმა გოგონასთან მიირბინა, ნავაჭრით სავსე რამდენიმე პარკი ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ოზურგეთის პოლიციის უფროსი, მის თანმხლებ პირებთან ერთად, ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან, იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს უთვალთვალებდა და ვიდეო და ფოტოგადაღებას ახდენდა.

აქცია თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სოლიდარობის ნიშნად გაიმართა და მისი მონაწილეები პლაკატებით "ნუ მომკლავ" "სოლიდარობა ზაზა სარალიძეს" საქართველოს პროკურატურისა და ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეში მონაწილე დამნაშავების მფარველობაში სდებდნენ ბრალს.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის პოლიციის უფროსი თვალთვალს და ვიდეო და ფოტო გადაღებას თავხედურად, იუსტიციის სახლის ფოიედან, მინის კედელს ამოფარებული აწარმოებდა.

საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ ნაცვლად მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვისა, ოზურგეთის პოლიცია უბრალო ადამიანებს უთვალთვალებს და უდანაშაულოებს იჭერს. კრიმინალებთან კი ახლო კავშირშია.

 

'.$TEXT['print'].'