ოლიმპიური ჩემპიონები ოზურგეთში
ავტორი: გურიის მოამბე
ოლიმპიური ჩემპიონები ოზურგეთში

დღეს ოზურგეთში ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციის პრეზიდენტის, ლაშა ლომაძის მოწვევით ოლიმპიური ჩემპიონები იმყოფებოდნენ.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მრავალგზის რეკორდსმენმა, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონის ტიტულის მქონე - ლაშა ტალახაძემ და  საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანმა, ოპლიმპიურმა პრიზიორმა, ირაკლი თურმანიძემ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი დაათვალიერეს, დამწყებ სპორტსმენებს მასტერკლასები ჩაუტარეს და ცენტრს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები,  სპორტის დამსახურებული ოსტატი, XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე და ოზურგეთის სპორტული სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'