სასწრაფოდ!!! ამ წუთებში პოლიციამ სიკო მეხუზლა დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
სასწრაფოდ!!! ამ წუთებში პოლიციამ სიკო მეხუზლა დააკავა

სასწრაფოდ!!! ამ წუთებში პოლიციამ სიკო მეხუზლა დააკავა

როგორც თვითმხილველები "გურიის მოამბეს" ქალაქ ოზურგეთიდან ატყობინებენ, ამ წუთებში სამართალდამცავებმა, სოფელ გურიანთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მცხოვრები სიკო მეხუზლა დააკავეს.

დაკავების ოფიციალური მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია.

დაკავება მაშინ მოხდა, როცა მეხუზლა ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილთან" არსებულ სუპერმარკეტში შედიოდა.

ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა მეხუზლას დაკავება ქვიშა ღორღის მოპოვების საქმეს უკავშირდებოდეს, რომელსაც სუსის ანტიკორუფციული სამსახური რამდენიმე თვეა იძიებს. 

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა, სოფელ გურიანთაში ცეცხლსასროლი იარაღიდან  განხორციელებული გასროლის თაობაზე. 

პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვის მიზნით გადმოიყვანა მთავარ სამმართველოში. შეტყობინების საფუძველზე საქმე აღძრულია სსკ 236-ეს მუხლით-გვითხრეს შსს-ში. 

'.$TEXT['print'].'