შვილმოკლულმა დედამ ოზურგეთის პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართა
ავტორი: გურიის მოამბე
შვილმოკლულმა დედამ ოზურგეთის პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართა

2017 წლის 8 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახმა,დღეს, ოზურგეთის პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

ტარიელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს პროკურატურის საქმიანობა, ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიება ხელს აფარებს მკვლელ(ებ)ს, რადგან ის(ინი) შავი სამყაროს წარმომადგენლები არიან:

ირინა ფუტკარაძე, მოკლულის და:"ერთი პოროკურორის გადადგომა საქმეს არ შველის, ერთი წავა და უარესი მოვა, სისტემა უნდა ჩამოიშალოს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს უსამართლობასთან ბრძოლაში"

ნანული ტარიელაძე; მოკლულის დედა:"მაშანტაჟებენ, მაიძულებენ მკვლელები რომ დავტოვო საცხოვრებელი სახლი და სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად, მემუქრებიან და ყურადღებას არავინ გვაქცევს"

"ვითხოვთ სამართლიანობას! საქმის გამოძიებას! ვითხოვთ შსს მინისტრმა გახარიამ პირად კონტროლზე აიყვანოს საქმე"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.


'.$TEXT['print'].'