ოზურგეთში მეზობლების სიტყვიერ შელაპარაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მეზობლების სიტყვიერ შელაპარაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ინცინდენტი ქალაქ ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა, როცა ერთმანეთს მეზობლები ლ.მ-ძე და თ. ხ-ლი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ერთი მეზობელი მეორესაგან რომელიც საცხოვრებელს სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა, სასწრაფოდ უბნის დატოვებას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო და დავა სიტყვიერ შეუარცხყოფებებში გადაიზარდა.

ლ.მ-ძემ აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი მას შემდეგ დატოვა, როცა ოზურგეთის სასამართლომ მისი შვილი, მეზობლის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულად ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრის მამამ ოჯახი მაშინვე დატოვა და საცხოვრებლად საკუთარ ქალიშვილთან, ქალაქის სხვა უბანში გადავიდა, თუმცა საცხოვრებელ სახლში დაბრუნება სამწლიანი განშორების შემდეგ, წუხელ სცადა.

მის გამოჩენას დაზარალებულის ოჯახის გაღიზიანება მოჰყვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში, შემდეგ კი შეურაცხოფაში გადაიზარდა.

როგორც მეზობლები გვეუბნებიან მამაკაცი გულის შეტევით დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

'.$TEXT['print'].'