ოზურგეთელი კარატისტების ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელი კარატისტების ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო

1-3  ქ. თბილისში საქართველოს ღია ჩემპიონატი კარატეში OPEN GEORGIA მიმდინარეობდა.

ტურნირში საქართველოს, რუსეთის, აზარბაიჯანის,სომხეთის, ირანის ,თურქეთის 900 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ორთაბრძოლებში წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდა ოზურგეთელმა კარატისტებმა.  მათ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში  და წონით კატეგორიებში ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.

9 წლის თორნიკე პოლოიანი(40კგ) ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ბექა კოსტავა(7წ-23კგ), ლაშა კოსტავა(13წ-40კგ)  და ნიკო დარჩია(17წ-68კგ) შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.

ოზურგეთელ კარატისტთა გუნდს   შოთა  ღლონტი ამზადებს.

'.$TEXT['print'].'