გურული იუმორი - "ამ ქეისბუქია თუ რაცხა მოსპობა, გააბდლა თლათ აი ხალხი"...
ავტორი: გურიის მოამბე
გურული იუმორი - "ამ ქეისბუქია თუ რაცხა მოსპობა, გააბდლა თლათ აი ხალხი"...

სოციალური ქსელი და გურულები:

"ამ ქეისბუქია თუ რაცხა მოსპობა ქლათ გააბდლა აი ხალხი.

აგერ გუშღამ ვინცა შტერს დუუდვია ღვდელის სურათი და წერს, თუ ჩაგიბარებია აღსარება ლაიქ თუ არდა კომენტო, გადვირიე კაცი,თვარ ჩამიბარებია და დავაკომენტარე ჩეიბარეფ შენ ნენა თუ? დგანა ძაღლი და ღორი და ზოგი რას წერს და ზოგი რას..

ახლა ვინცხა აბდალას გადუუღია ტვალეტში სურათი და უწერია ზეთ აი დღეი მიდღემჩი არ დამავიწყტებაო.. რაი ქნა იმ დღეს ამისთანე ტვალეტში კაცმა არ იცის.

პაწე იქით გეიწევი და წერია გადაი ლინკზე და გეიგე რეიზა არ გეყოლება ბაღანეო, დურმიშხანა კვინტრაძემ ქლატ მეიარა მის დასკირენჯებულ ცოლთან ერთად მთელი დუნია და კაცმა ვერ უთხრა რეიზა არ ყავდნენ და აი აგერ იძახის მე ვიცი ყორფელიო.

დემეთხუეთ ერთი, ამ გამოჩერჩეტებულ ხალხს თლათ გამოაშტერებს აი.

გუშღამ ჟდანა მიტროიეს ბაღანე და იკლავს თავს ძროხები დამიწყდა მთელი ფერმაო, კი შევეჭვდი, როის იკლავდა აი ბაღანე ძროხიზა თავსთქვა, ვკითხე მერე და მაი კარა აგერ ქეისბუქზე რო ძროხები მყავდა იი დამიწყდაო."

'.$TEXT['print'].'