"მინდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე ჩამოსვლა, მაგრამ გზის ფული არ მაქვს"-წერილი რედაქციას
ავტორი: გურიის მოამბე
"მინდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე ჩამოსვლა, მაგრამ გზის ფული არ მაქვს"-წერილი რედაქციას

ნიკოლოზ ხითაროვი რუსთავიდან:

„ძალიან უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, უბრალო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული სახელმწიფოსგან. ორი კვირის წინ ძალიან ცუდათ ვიყავი წავედი პოლიკლინიკაში. კანის ექიმს, რომ გავესინჯე 15 ლარის გადახდა დამჭირდა, არა და ვარ სოციალურად დაუცველი მოქალაქე 1000 ქულიანი და ასევე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის პირი ავღანეთის ომის მონაწილე უსახლკარო მარტოხელა ადამიანი. ექიმმა დამისვა დიაგნოზი: ჰერპესური ვირუსი და გამომიწერა 125 ლარის წამლები, მე არ მქონდა საშუალება, რომ მეყიდა წამლები და მივმართე რუსთავის მერიას ფორმა 100-ით და წამლების კალკულაცით და მოვითხოვე დაეფინანსებინათ წამლები, მაგრამ მათგან უარი და სიტყვიერი შეურაცხოფა მივიღე. მითხრეს შენ ხომ უკვე ისარგებლე 100 ლარის წამლებითო და გიჭი და მათხოვარი მიწოდეს. მე ისედაც ცუდად ვიყავი და უფრო ცუდად გავხდი, დავრეკე 112 მოვიდა სასწრაფო და პატრული გამიწიეს დახმარება და წამოვედი სახლში. მეორე დღეს ძალიან ცუდად ვიყავი ისევ დავრეკე 112-ში, სასწრაფო მალე მოვიდა გადამიყვანეს სავადმყოფოში, მაგრამ იქ უარი მითხრეს მკურნალობაზე. განმიცხადეს აქ რომ გიმკურნალოთ 100ლარი უნდა გადაიხადო ერთ ღამეშიო. წამოვედი გამწარებული და მივედი ბანკში და ვითხოვე კრედიტი და ავიღე სესხი-აბა რა მექნა…

აი ეს არის ოცნების მთავრობა, გამოდიან და იძახიან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცულიაო და აი მე რაც გადამხდა შეაფასეთ თუ არის დაცული უბრალო ადამიანის სიცოცხლე.

ძალიან მინდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე ჩამოსვლა, მაგრამ გზის ფული არ მაქვს. ესაა ცხოვრება თუ სახელმწიფო ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ესაა ჩემი სათქმელი მთავრობას მოვუწოდებ წავიდეს სახლში და ვისაც ჩვენი პატრონობა შეუძლია ის მოვიდეს

'.$TEXT['print'].'