სესხის ონლაინ განაცხადი და მისი უპირატესობები
ავტორი: vivus.ge
სესხის ონლაინ განაცხადი და მისი უპირატესობები

სესხის ონლაინ განაცხადი გახლავთ სესხის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან მოთხოვნის საშუალება!

ისი საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ დაზოგოს დრო და ენერგია, რადგან ონლაინ სესხები არ საჭიროებს ფინანსურ ორგანიზაციაში ვიზიტს, რიგში დგომასა და სხვა დამღლელ პროცედურებს.

საქართველოში ონლაინ სესხების პირველი პრეცედენტი, 2013 წელს შექმნა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია 4Finance -მა და მისმა საერთაშორისო დონეზე ცნობილმა ბრენდმა Vivus.

აღნიშნული ბრენდი ისე ეფექტურად შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და იმდენად დიდი კომფორტი შესთავაზა მომხმარებლებს, რომ სიტყვა vivus ქართველებისთვის ონლაინ სესხის სინონიმად იქცა.

ქართულ ბაზარზე თითქმის 5 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე Vivus ge -მ არაერთი ცვლილება განიცადა და ყოველი ცვლილება ემსახურებოდა ერთ მიზანს, მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე უფრო მეტად მორგება, მათთვის მეტი კომფორტის მისანიჭებლად.

 


რას გთავაზობთ vivus ge დღეს?

დღეისათვის Vivus ge გთავაზობთ 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფ ონლაინ სესხებს 30 დღის ვადით.

თანხის გაცემა ხდება სწრაფად და მარტივად.

სესხის მისაღებად არ არის საჭირო არც რაიმე სახის დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლი, არც თავდები, არც გირაო, არც თანამსესხებელი და არც სესხის უზრუნველყოფა.

თანხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის, ფლობს საქართველოში მოქმედ პირად საბანკო ანგარიშს და შეუძლია სესხის დაფარვა.

სისწრაფისა და სიმარტივის გარდა, vivus -ს გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი ღირსებაც, როგორიცაა დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

აქ სესხის საკომისიო სულ რაღაც 5,4% -ია, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.

დაბალი საპროცენტო განაკვეთის უკეთესი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ vivus ge -ში 100 ლარიანი სესხის აღების შემთხვევაში, მისი დროულად ანუ 30 დღის ვადაში დაფარვის შემდეგ, თქვენ გიწევთ მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარითა და 40 თეთრით მეტი თანხის ანუ 105 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.

თუ სესხის დროულად დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ, vivus ამ შემთხვევაშიც ზრუნავს თქვენთვის კომფორტის შექმნაზე და გთავაზობთ სესხის გადავადების სერვისს.

აღნიშნული სერვისი, vivus -ის სხვა სერვისების მსგავსად ონლაინ რეჟიმში გახლავთ ხელმისაწვდომი და მისით სარგებლობა შესაძლებელია სესხის აღებიდან 31 -ე დღეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Vivus არ ღალატობს ტრადიციას და საკუთარი მომხმარებლებისთვის კიდევ მეტი და მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ისევ გეგმავს საზოგადოებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

 


 

'.$TEXT['print'].'