"ჯერ აჩეხეს, მერე უბედური მამა აღრიალეს 6 თვე, ახლა საფლავთან მიადგნენ ბავშვს და დაჰყვირიან"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჯერ აჩეხეს, მერე უბედური მამა აღრიალეს 6 თვე, ახლა საფლავთან მიადგნენ ბავშვს და დაჰყვირიან"

"ლეიბორისტული" პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სალარიძის მისამართიოთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: 

"ბავშვი ჯერ აჩეხეს, მერე უბედური მამა უსამართლობასთან ბრძოლაში აღრიალეს 6 თვე. მერე დასცინეს, გაანადგურეს მკვლელი არ არსებობსო. ახლა საფლავთან მიადგნენ ბავშვს და დაჰყვირიან ცუდი ბიჭი იყავი, მოძალადე, მჩაგვრელი, გამომძალველი. დგანან და კივიან. არც სიყვარული აქვთ, აღარც სიბრალული, აღარც შეცოდება, აღარც სინანული, ადამიანობა დაკარგეს!! ოღონდ თავი მოაწონონ იმ ცალტვინა მოქალაქეს, ოღონდ კუჭი ჰქონდეთ სავსე, ოღონდ თავიაანთ შვილებს, მშობლებს, ოჯახებს ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი. იდექით ახლა და უმოწყალოდ აჩეხილი ბავშვის სახელი ამოსვარეთ ტალახში, ბოროტებას ბოროტება დაამატეთ. მიცვალებულთან, წაქცეულთან, დაჩაგრულთან, უმწეოსთან, ღარიბთან, განწირულთან, უბრალო ადამიანებთან გალაშქრება გეხერხებათ მარტო. აბა სიყვარული, სიკეთე, თანადგომა და გამტანობა არასოდეს გცოდნიათ და აწი რაღა გაგზრდით თქვენ. ჰე, მიდით ათრიეთ, წყევლეთ, გალანძღეთ ყველა და ყველაფერი ვინც თქვენ "ბუტკაში" არაა დაბუდებული!!

'.$TEXT['print'].'