"თუ ოზურგეთში დავამარცხებთ კორუფციას საკუთარ პრობლემებს საკუთარი შესაძლებლობებით მოვაგვარებთ"
ავტორი: გურიის მოამბე
"თუ ოზურგეთში დავამარცხებთ კორუფციას საკუთარ პრობლემებს საკუთარი შესაძლებლობებით მოვაგვარებთ"

 

როგორც გურიის მოამბე იუწყებოდა - სოფელ შრომის მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ ხელმძღვანელობას მიწის უკანონო გასხვისებას ედავება. კერძოდ  მოსახლეობას მიაჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 10.11.2017 წელს გამართულ აუქციონზე კანონის დარღვევით იქნა გასხვისებული სოფელ შრომის მოსახლეობის საზოგადოებრივ სარგებლობაში (საჯარო სივრცე) არსებული უძრავი ქონება ს/კ 26.34.01.244, ფართით 18350 კვ/მ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აუქციონზე ქონება გასაყიდად გამოვიდა 9175 ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ფართობი გაიყიდა 0,5 ლარად. ქონება აუქციონზე შეიძინა ლაშა მგელაძემ, რომელიც გახლავთ იმ დროინდელი ოზურგეთის მუნიციპა­ლიტეტის გამგებლის ახლობელი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული პირი.

ამ დღეებში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის მასწავლებელებმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"- თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანიშვილს  სკოლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე ღია წერილით მიმართეს,  სადაც იმ პირებსაც ასახელებენ, ვისი მონაწილეობითაც აუქციონი წესების დარღვევით ჩატარდა, მიწა კი მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, არალოგიკურ ფასად გაიყიდა.   

წერილი ყოფილ პრემიერთან გასულ თვეში გაიგზავნა და მას ხელს 24 პედაგოგი აწერს

ამ ფაქტთან დაკშირებით "გურიის მოამბე" ესაუბრა ადვოკატ კახა ჩავლეშვილს, რომელიც მათ ინტერესებს იცავს.

კახა ჩავლეშვილი: სახელმწიფო ქონების 9175 ლარად შეძენის შემდეგ მყიდველმა ორ ნაწილად გაყო უძრავი ქონება და 05.03.2018 წლის სააგენტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ორი ნაკვეთი ს/კ 26.34.01.320 (ფართი  1500 კვ/მ) და მეორე ნაკვეთი ს/კ 26.34.01.319 (ფართი 16850); გაყოფის შემდეგ ლაშა მგელაძემ მიმართა უძრავი ქონებით მოვაჭრე სააგნეტოებს და ნაკვეთი 26.34.01.320 (ფართი  1500 კვ/მ) გასაყიდად გამოიტანეს 132 000 ლარად (52 800 აშშ დოლარი), - Tbilisi-house.ge გაკეთებულ განცხადებაში  მითითებულია შემდეგი - ,,იყიდება 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ურეკში, საუკეთესო ადგილას საუკეთესო ფასად! ზღვიდან 400-500 მეტრში, ირგვლივ სასტუმროებით, ყველა კომუნიკაცია ახლოს არის. საკ კოდი 26.34.01.320 ფასი 52 800 $ ექვივალენტი ლარში 132 000 ლარი.,, როგორც განცხადებიდან ჩანს ნაკვეთი საუკეთესო ადგილზე მდებარეობს აქვს ყველა აუცილებელი კომუნიკაცია და მდებარეობს ზღავსთან ახლოს, ასევე ჩანს, რომ მუნიციპა­ლიტე­ტისაგან მის შესყიდვიდან რამდენიმე დღეში მისი ფასი გაიზარდა 166-ჯერ.

საშემფასებლო დასკვნის მიხედვით ჩანს, რომ  - ნაკვეთის ს/კ 26.34.01.319 (ფართი 16850) საბაზრო ღირებულბა გახლავთ 1 840 000 (მილიონრვაასორმოცი) ლარი, ანუ 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 109.20 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა კი 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოიტანა 0.5 ლარად ანუ ორასთვრამეტჯერ იაფად.

ფაქტია, რომ დაირღვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესები, ამასთანავე ფაქტებით დასტურდება, რომ ბიუჯეტმა რეალურად დაკარგა 1 994 645 (მილიონცხრაასოთხ­მოცდათოთხმეტი­ათასექ­ვსასორმოცდახუთი) ლარი. ცნობისათვის ოზურ­გეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.12.2017 წლის #27 დადგენილება) შემოსავლითმა ნაწილმა შეადგინა 9 631 900, აქედან საკუთარი შემოსავალი შეადგენდა 2074300, სწორედ საკუთარ შემოსავალში შედის მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები.

ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ითვალისწინებენ მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციიდან სამო­მავლოდ მიღებულ შემოსავალსაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაკვეთის საპრი­ვატიზებო ნუსხაში შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2016 წლის #17 განკარ­გულებით (ხსენებული აქტი გასაჩივრებულია ჩვენს მიერ), მისი გაყიდვიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი მოხვდა 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცედურებშიც. ხსენებული პროცედურების დაწყებამდე შედგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების რეალიზაციის გეგმა, რაც ასევე გათვალისწინებულია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.12.2017 წლის #27 დადგენილების მე-2 პუქნტში. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთის არასწორი განკარგვით დაიკარგა მთელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი, ხოლო საკუთარი შემოსავლების ნაწილში მიწის ნაკვეთის ღირებულების შეტანის შემდეგ საკუთარი შემოსავლების ნაწილში შესავსები დარჩებოდა ხოლოდ 70480 ლარი, რომელიც შეადგენს საკუთარი შემოსავლების 3.3%-ს, ანუ მიწის ნაკვეთის სათანადო წესით რეალიზაციისას შესაძლეებლი იყო საკუთარი შემსავლების 96,7% შევსება.

ასევე საგულისხმოა ისიც, რომ შესაძლებელი იყო საკუთარი შემოსავლების გაზრდა და ნაცვლად დადეგმილი 2 003 820 ლარისა იგი იქნებოდა 4007640 ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგივე წესით განიკარგა 50-ზე მეტი ერთეული უძრავი ქონება, ქონების რეალური განკარგვის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თვითკმარი გახდებოდა და აღარ მიიღებდა მრავალმილიონიან შევსებას ცენტრალური ხელიფუსუფლბის მიერ გამოყოფილი თანხებიდან, რაგანაც საკუთარი შემოსავლები რამდენჯერმე გადააჭარბებდა თუნდა გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რომელიც 18 მილიონ ლარზე მეტია.

ფაქტია, რომ მხოლდ ამ ნაკვეთის გაყიდვით მუნიციპალიტეტს შეეძლო შეევსო თავის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი, ასევე ფაქტია, რომ უკიდეურესად მძიმე კორუფციული გარემოში მოსახლეობამ ჩალის ფასად დაკარგა მიწის ნაკვეთი და ამასთან ერთად დავკარგეთ რეალური თვითმმართველობაც, რომლის ერთერთი აუცილებელი პირობაა გახლავთ თვითკმარი ბიუჯეტი. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენი მუნიცპალიტეტი ,,გაჭირვებულია,, საკუთარი შემოსავლების არარსებობის გამო სრული აბსურდია. ჩვენი თვითმმართველობის გაჭირვება მხოლოდ არასწორ მენეჯმენტში და კორუფციაშია.

თუ კი მიეხედება სახელმწიფო ქონების რეალიზაციას და შემცირდება ამ სფეროში არსებული კორუფცია ჩვენ შესაძლებლობა გვექნება თავადვე საკუთარი შემოსავლებით მივხედოთ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც თვთთმართველობის კომპეტენციაში შედის.

 

'.$TEXT['print'].'