"როცა უსუსური პრემიერი ვერ ახერხებს გადააყენოს იუსტიციის მინისტრი..." ახვლედიანი
ავტორი: გურიის მოამბე
"როცა უსუსური პრემიერი ვერ ახერხებს გადააყენოს იუსტიციის მინისტრი..." ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანმა "ტვ პირველის" ეთერში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხელისუფლება  კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა:

"ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ უკუღმართობით, რაც უკვე დიდი ხანია ქვეყანაში გრძელდება. "ოცნებამ" ვერ ისწავლა ჭკუა ვერაფერზე და ვერ გაითვალისწინა შეცდომები. სწორედ ამის გამო ვართ ამ უბედურებაში. ყველა უბედურების საწყისი არის ხელისუფლების არადემოკრატიულობა. ეს ხელისუფლება არჩეულია არადემოკრატიულად. სანამ ხელისუფლება იქნება ასეთი, შეუძლებელია რამე საქმეზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ხელისუფლებას 100 000 მიტინგის გარეშე არ სურს პასაუხი გაგვცეს კითხვებზე.

როგორც ვხედავთ, მმართველ გუნდს არ აქვს არანაირი რესურსი, რომ შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება. როდესაც უსუსური პრემიერ-მინისტრი ვერ ახერხებს, რომ გადააყენოს იუსტიციის მინისტრი ან გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯი, ვერ ახერხებს, რომ მიიოს გადაწყვეტილებები - რაზეა საერთოდ ლაპარაკი. დღეს საქართველოში არის არაჯანსაღი გარემო" - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

'.$TEXT['print'].'