ზაზა სარალიძე აქციებს დროებით აჩერებს და ხელისუფლებას ვადას 19 ივნისამდე აძლევს
ავტორი: გურიის მოამბე
ზაზა სარალიძე აქციებს დროებით აჩერებს და ხელისუფლებას ვადას 19 ივნისამდე აძლევს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აქციის მონაწილეეებთან პარლამენტის წინ მივიდა. როგორც ზაზა სარალიძემ მედიასთან განაცხადა, აქციები დროებით შეჩერდება. ამის მიზეზად სარალიძე დღეს მომხდარ ფაქტებს ასახელებს და აცხადებს, რომ მან თვალყური უნდა მიადევნოს იმ გამოძიებას და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც დღეს კანონდარღვევები ჩაიდინეს.

სარალიძის თქმით, პროტესტი არ წყდება, არამედ დროებით ჩერდება. ზაზა სარალიძე ხელისუფლებას გონივრულ ვადას 19 ივნისამდე აძლევს:

„მოთხოვნები იგივე რჩება, მე მოვითხოვე შს და იუსტიციის მინისტრების გადაყენება, ხელისუფლებას გონივრულ დროს ვაძლევ რომ იფიქრონ. ეს სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, თუ ჩავთვლით საჭიროდ შეიძლება ხვალაც დაინიშნოს მასშტაბური აქცია.“- განაცხადა სარალიძემ.

'.$TEXT['print'].'