ფაროსანა კონტროლში მოვაქციეთ-მინისტრი
ავტორი: გურიის მოამბე
ფაროსანა კონტროლში მოვაქციეთ-მინისტრი

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას პოპულაცია კონტროლში მოაქციეხ და მოსავლის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. ამის შესახებ მინისტრმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც   "იუესაიდის" 5-წლიანი პროექტის ოფიციალური დახურვის ცერემონიალს მიეძღვნა.

პროექტის „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა”, მიზანი საქართველოში, აგრობიზნესის გაძლიერება იყო, რომლის ფარგლებშიც, ფერმერებისთვის როგორც საგრანტო, ასევე ტექნიკური დახმარების გაწევა განხორციელდა.

მინისტრმა თანამშრომლობის 5 წლიანი პერიოდი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ცოდნაზე წვდომა ჰქონოდათ.

'.$TEXT['print'].'