"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილია
ავტორი: გურიის მოამბე
"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილია

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის მეგაპროექტ "მხოლოოდ ქართულის" ფინალი დასრულდა. 

კონკურსანტებმა სამ-სამი სიმღერა შეასრულეს. მათ შორის ფოლკლორი. 

ჟიურისგან სამივე ტურში უმაღლესი შეფასება სოფო ბათილაშვილმა მიიღო. 

ფინალმა შემოსული ზარების რეკორდიც მოხსნა და მთელი კონცერტის განმავლობაში 700 ათასმა მაყურებელმა დარეკა. ზარის უმრავლესობა, სულ 100 ათასი ხმა,  სოფო ბათილაშვილმა მიიღო, მეორე ადგილზე კი საბა კემულარია გავიდა. 

კონკურსის სპონსორმა კომპანიებმა მათ რჩეულებს პრიზები გადასცეს. 

რუსთავი 2-ის პრიზი 10 ათასი ევრო კი, კონსტანტინე კარანაძეს გადაეცა. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'