თაკო ჩარკვიანი: "ახლა შევისვენებთ ცოტა ხნით, მერე სხვა შვილმკვდარი მამის ღრიალი გამოგვაფხიზლებს"...
ავტორი: გურიის მოამბე
თაკო ჩარკვიანი: "ახლა შევისვენებთ ცოტა ხნით, მერე სხვა შვილმკვდარი მამის ღრიალი გამოგვაფხიზლებს"...

"წვიმს- ნიაღვარია და ჩემთვის ვფიქრობ- ტალახში, წკვარამში, ერთი და იგივე წრეზე 21-ე საუკუნეში , გაჩხერილები , სადგომში ჩიხში და პერიოდულად "გამარჯვებულები" საკუთარ ქვეყანაზე, "ბედნიერები" მოპოვებული "პატარა" სამართლის აღდგენით, რომელიღაც კრიმინალის დაჭერით, რომელსაც თავხედი ხელისუფლება "სახურავს" უკეთებს და მფარველობს, ახლა შევისვენებთ, ცოტა ხნით, ახალი არასრულწლოვანის მკვლელობამდე, მერე სხვა შვილმკვდარი მამის ღრიალი გამოგვაფხიზლებს ცოტა ხნით და იმ შვილმკვდარ მამას- მეორე ბანაკიდან შვილმკვდარ დედას დაუპირისპირებენ, ამასობაში დიდ " მაყუთს " მოხსნის, რომელიმე მაღალჩინოსანი და გადაუძახებს სადმე " ოფშვერში", მერე დაიწყება, ახლა იმ მაღალჩინოსნის "ძებნა" წითელი " ცირკულარით" და აქ კი, ამ ჩვენს წალკოტში , შიმშილით მოკვდებიან მოხუცები, კვლავ ნაგავში ჩაყუდებულს დავინახავ , აქ ჩემს უბანში, მოხუცებს და ბავშვებს, სანიაღვრე მილებს დაპირდება მოსახლეობას, რომელიღაც ქალაქის მერი, ხელისუფლების მომხრე და წინა ხელისუფლებისგან ( სისასტიკეებისგან) შეშინებული, კვლავ იტყვის, რომ ეს ტალახი სჯობს იმ ტალახს და ჩვენ , ასე , ამ ნიაღვარს და წუმპეს გავატანთ ჩვენს ქვეყანას- ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანას- მთელი ქვეყანა ტალახშია და წუმპე- წუმპეა და განსხვავებას ნუ ვეძებთ- უბრალოდ ამოვათრიოთ ქვეყანა"

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი. 

'.$TEXT['print'].'