"აი, ესაა სახელმწიფოს მხრიდან ტერორი"
ავტორი: გურიის მოამბე
"აი, ესაა სახელმწიფოს მხრიდან ტერორი"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუკზე“ სტატუს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ როგორ ხდება გარკვეული ძალების მიერ ინფორმაციის დამახინჯება და ამით საზოგადოების მანიპულირება.
„ნახეთ, რა კარგად შემომიტრიალეს, თავიანთი მესიჯი ჩემს სიტყვებად გაასაღეს, აქცია დაშალეს და ახლა უკვე ვინც თვალში არ მოსდით, მათთვის ამუშავდნენ, მოიცალეს. აი, ამ სუს-ის, სმუსის და ბოროტების დანგრევა არ გინდათ, ვისაც არ გინდათ. ჯერ ხომ არავინ ზრდილობის გამოც არ გთხოვს ნებართვას, გადაიტანოს შენი ნათქვამი სადმე, მერე ხომ ისეთ სათაურებს ურჩევენ, გონში ვეღარ ვარდება ვერავინ, სინამდვილეში რა თქვი. მერე ხომ არანაირი აზრი არა აქვს, პასუხი მოსთხოვო ვინმეს, ისე ეშმაკურად ახერხებენ - თუ წერა-კითხვა არ გეზარება, გაშლი და ბოლომდე წაიკითხავ, შარსაც ვეღარ მოსდებ. აი, ასეთი ტექნოლოგიებით გაუუკუღმართეს სარალიძესაც თავისი ტრაგედია. დაცულები ხართ ამ ქვეყანაში? კი, დაცულები ხართ, თუ მიწას არ დააჩნდებით და პატარა უწყინარი მწერებივით იცხოვრებთ. თუ იქნებით თავწახრილი მორჩილები. და ამ "სტატიის" ქვეშ მიმდგარა ბრბო (ბევრი მათგანი, ალბათ, დაქირავებულიც, "აზრის" შემქმნელი) და მწყევლის. აი, ესაა სახელმწიფოს მხრიდან ტერორი. ამის მეტი რა გამოვცადე, მეცინება მათ უბადრუკ არსებობაზე. რა გაუკუღმართებულ ველში არსებობს ქვეყანა, ეს მინდა აღიქვათ უბრალოდ და როგორ მანიპულირებენ ადამიანებით. რომ არ ხედავდეთ თქვენ, სინამდვილეში რას ვწერ და რა დავწერე, ასე შეიძლება ვინმეს შენი თავი ჩააქოლინონ და "სახელმწიფო დამნაშავე არ იქნება"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
'.$TEXT['print'].'